უნდა გვესმოდეს, რომ ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ გვექნება, ამიტომ კიდევ უნდა შევიკრიბოთ, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
როგორც მან უკრაინის მიმართ სოლიდარობის აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად კონკრეტული ამოცანები არსებობს და ამ ამოცანების შესასრულებლად ერთიანობაა საჭირო.
„მრავალიათასი ადამიანის აქ შეკრებით დღევანდელი დღე შედგა! დღეს ყველამ ერთაც ცივილიზებულ სამყაროს გავუგზავნეთ გზავნილი. ჩვენ მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირსა და ნატოშია. საქართველო უკრაინის გვერდით დგას. წინ დიდი ბრძოლებია, პირველ რიგში, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ. ჩვენი მთავარი მიზანია, „ქართულ ოცნებას“ საშუალება არ მივცეთ, ევროინტეგრაციის გზას აგვაცდინოს. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს უნდა მივიღოთ.
ამის მისაღწევად კონკრეტული ამოცანები გვაქვს: საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, დასავლეთთან პირდაპირ დავიწყოთ დავიწყოთ; გავათავისუფლოთ პოლიტპატიმრები და ყველას, ვისაც სისტემა ჩაგრავს; გვერდით დავუდგეთ, ვიმოქმედოთ გეგმაზომიერად, რათა წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მოვიპოვოთ; დაბოლოს, საჭიროა, ყველა ეს ქმედება ერთად განვახორციელოთ, როგორც დღეს აქ შევიკრიბეთ.
უნდა გვესმოდეს, რომ ერთი აქციით გარდამტეხი ცვლილებები არ გვექნება, ამიტომ კიდევ უნდა შევიკრიბოთ. საბოლოო გამარჯვებისთვის, მთავარ ეროვნულ საკითხებზე. ტერიტორიული მთლიანობისა და ევროინტეგრაციის გზაზე მთავარი დაბრკოლება, სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებაა. ბევრს საუბრობენ მშვიდობაზე, თუმცა მშვიდობა თავისუფლებისა და გამარჯვების გარეშე არ არსებობს“, - განაცხადა