უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთი წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს ტრადიციულად სოლიდარობას უცხადებს, საქართველოს მთავრობას კი აკრიტიკებს. ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" რაღაც მიზეზებით ცდილობს, რომ გაამართლოს ყველასთვის გაუგებარი, ვითომცდა ნეიტრალური თუ დაბალანსებული პოზიცია.
პრეზიდენტის კრიტიკულ განცხადებებს და იმ ფაქტს რომ მმართველი გუნდი უკრაინაში არ იმყოფება გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრშიც.