ერთად უკრაინის მხარდასაჭერად - დედაქალაქის მთავარ გამზირზე სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. რუსთაველის გამზირზე დღეს ის ადამიანები შეიკრიბნენ, ვინც ფიქრობს რომ საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იდგეს, საქართველოს მთავრობა კი საკუთარ განცხადებებში ხალხის რეალურ პოზიციას არ გამოხატავს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მსვლელობით მივიდნენ, გზად მათ სტუდენტები, სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლები და უკრაინელი ლტოლვილები შეურთდნენ.