როდესაც ეს ომი დამთავრდება, უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. არსებობს რუსული აგრესიის ნიმუში, საქართველო 2008 წელს, ყირიმი და აღმოსავლეთ დონბასი 2014 წელს და გასული წლის სრულმასშტაბიანი შეჭრა - უნდა უზრუნველვყოთ, რომ როდესაც ომი დამთავრდება, რუსეთმა ვეღარ შეძლოს ევროპული უსაფრთხოების შესუსტების გაგრძელება და ჩვენ უნდა დავარღვიოთ რუსული აგრესიის ეს ციკლი, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენგერგმა განაცხადა.
მისი თქმით, ნატო-ს პოზიცია უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით უცვლელია.
„ნატო-ს პოზიცია უკრაინის გაწევრიანების საკითხის შესახებ უცვლელი რჩება. რამდენჯერმე აღვნიშნეთ, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი.
ამავდროულად, ჩვენ ყველანი ვხვდებით, რომ ამის განსახორციელებლად პირველი ნაბიჯი არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ. სუვერენული, დემოკრატიული, თავისუფალი უკრაინის გარეშე, წევრობის საკითხი საერთოდ არ იარსებებს. ასე რომ, ჩვენი მთელი ყურადღება, ძალისხმევა ახლა მიმართულია იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს და პუტინი დამარცხდეს, რადგან სხვა შემთხვევაში, უკრაინის წევრობის საკითხი აღარ იარსებებს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა.