გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ქალაქ რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარ გარემოსდაცვით გამოწვევასთან მიმართებით საქართველოს საკუთარი სამოქმედო გეგმა აქვს შემუშავებული. აღინიშნა, რომ პროცესში კოორდინირებულად არის ჩართული ყველა შესაბამისი უწყება.
მიღწეული შედეგების მნიშვნელობაზე ისაუბრა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.