ბაკურიანში, ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება. ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700 სპორტსმენი მონაწილეობს. ბაკურიანში მოწყობილია ოლიმპიური სოფელიც. სპეციალურად შექმნილ სივრცეში მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ჩასულ სტუმრებს შეჯიბრებისთვის თვალის მიდევნებასთან ერთად შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ ბაკურიანი 2023-სთვის შექმნილ გამოფენა-გაყიდვას, შეიძინონ სუვენირები და დააგემოვნონ ტრადიციული ქართული კერძები. მსოფლიო ჩემპიონატი, რომელსაც საქართველო ისტორიაში პირველად მასპინძლობს, 5 მარტამდე გაგრძელდება.