უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის ერთ წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინელ ხალხს ტრადიციულად სოლიდარობას უცხადებს, საქართველოს მთავრობას კი აკრიტიკებს.
ზურაბიშვილის განცხადებით, სამწუხაროა, რომ დღეს კიევში მხოლოდ ქართული ოპოზიციაა წარმოდგენილი და ხელისუფლება ყველასთვის გაუგებარი პოზიციის გამართლებას ცდილობს.დღეს დილიდან უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები გამოაქვეყნეს უმრავლესობის წარმომადგნლებმა, თუმცა ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის სურვილები ფარისევლურია.