23 თებერვალი ქართველ იუნკერთა ხსოვნის დღეა. პარლამენტის სასახლის ეზოში, 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნის პატივსაცემად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. მათ ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმაც. ამის პარალელურად კი, გავრცელდა კადრები, სადაც ომგამოვივლი კაცი, საკუთარი სახლის ხის კარს იცავს უროსგან. იუნკერებისგან განსხვავებით, ის რუსული უროსგან არ იცავდა სახლის კარს. მას ქართველი უჩეხდა კარს. იმ კარს, რომელიც სავარაუდოდ, გაცილებით უფრო იაფი ღირს, ვიდრე ის გვირგვინები, რომლითაც პარალელურ რეჟიმში იუნკერების მემორიალს ვამკობდით. ომგამოვლილი კაცი, გუშინ, კარს მიღმა, არა მხოლოდ თავის 8-სულიან ოჯახს იცავდა.
სად გადის ზღვარი კანონსა და მისი აღსრულების ფორმას შორის? - თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია იპოთეკით "მევახშეებისგან" დაზარალებულთა გაერთიანების დამფუძნებელი გიგა წულეისკირი