ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა რუსეთის წინაღმდეგ ევროპული სანქციების მეათე პაკეტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. სანქციების პაკეტი ომის წლისთავისთვის უნდა ამოქმედებულიყო. ამის შესახებ საგენტო Reuters ევროდიპლომატებზე დაყრდნობით წერს. მათი ცნობით, განხილვები გაგრძელდება დღეს, 24 თებერვალსაც.
სააგენტოს მონაცემებით, მიზეზი რის გამოც მხარეები ვერ შეთანხმდნენ, იყო პოლონეთის მხარის უკმაყოფილება, რომელიც ითხოვს ევროკავშირში რუსული სინტეტიკური რეზინის იმპროტის აკრძალვას. მათი აზრით, ამის გარეშე სანქციებს ეფექტი არ ექნება.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მხარეების უთანხმოება კერძო ხასიათს ატარებდა და რომ მხარეები მზად არიან სანქციების მეათე პაკეტი 24 თებერვალს აამოქმედონ