"ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში შესულ ცვლილებებს საქარველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო.
"არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!" - ვკითხულობთ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ პრეზიდენტის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში განმარტებულია, რით არის განპირობებული მისი ნაბიჯი.