რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ ერთ ვიზიტზე? - Palitra News

რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ ერთ ვიზიტზე?

2023-02-24 13:19:40+04:00

რამდენს ხარჯავენ ქართველები საზღვარგარეთ ერთ ვიზიტზე? - საქსტატმა დღეს შესაბამისი მონაცემები გამოაქვეყნა და ირკვევა, რომ 2022 წელს, საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების, 2 მილიონ 200 ათასი გასვლა დაფიქსირდა საზღვარგარეთ, ეს კი 3-ნახევარჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გაწეული ხარჯების ჯამური მაჩვენებელი მილიარდ 800 მლნ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 1 078 ლარი შეადგინა.

"საქსტატის" ცნობით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორები საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტებისას ყველაზე მეტს საყიდლებზე ხარჯავენ.