უკრაინამ მთელს მსოფლიოს მაგალითი მისცა, პოლარიზაციის დღევანდელ პირობებში, თუ რას ნიშნავს ერთობა და ერთი მიზნის ირგვლივ ხალხის გაერთიანება. ამ შემართებამ და ერთიანობამ შედეგიც გამოიღო - რუსეთი მის მიერვე გამოცხადებულ საომარ მიზნებში უკვე დამარცხებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ამ ომმა ახალი თვითდაჯერებული და ძლიერი ევროპა წარმოშვა.