თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს - Palitra News

თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს დაღუპული გმირები გაიხსენეს

2023-02-24 12:37:12+04:00

თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა 1921 წელს საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს. მათ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. იუნკერებმა დაღუპული გმირების ხსოვნას სპექტაკლიც მიუძღვნეს, რომელშიც 1921 წლის მოვლენები გააცოცხლეს.