უკრაინის სოლიდარობის ნიშნად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფოებმა შენობები უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს. სიმბოლურად ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა ეიფელის კოშკი საფრანგეთში. უკრაინის დროშის ფერებში გაანათეს ბრიუსელში ევროკომისიის, ევროპარლამენტის და ევროპული საბჭოს შენობები.