"ერთად უკრაინის მხარდასაჭერად" - დედაქალაქის მთავარ გამზირზე დღეს უკრაინის სოლიდარობის აქცია გაიმართება. საღამოს 19 საათზე ქუჩაში დღეს იმ ადამიანებს ელოდებიან, ვინც ფიქრობს რომ საქართველო უკრაინის გვერდით უნდა იყოს, საქართველოს მთავრობა კი ხალხის რეალურ პოზიციას არ გამოხატავს.