ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან ერთი წლის გასვლის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ევროკავშირი ცდილობს, რაც შეიძლება მაქსიმალურად მოხდეს რუსეთის საერთაშორისო დაგმობა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ იზოლაცია. მისივე თქმით, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა - ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, დიპლომატიურ და სამხედრო - ფრონტზე. ჰერჩინსკის განცხადებით, რუსეთის აგრესია არამარტო სუვერენული ქვეყნის არამედ მთელ მსოფლიოში დემოკრატიის წინააღმდეგაა მიმართული.