უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმართვას ავრცელებს. ჰერჩინსკის თქმით, ომი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ღირებულებებს და პრინციპების არღვევს. მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას ყველა ფრონტზე. ელჩის თქმით რუსეთი და დეზინფორმაციის გამავრცელებელი სხვა აქტორები საინფორმაციო სივრცით მანიპულირებას ცდილობენ, რათა კრემლის მხარდამჭერი ნარატივები და პროპაგანდა გაიმეორონ და ხელი შეუშალონ საქართველოს ინტეგრაციას