იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს - Palitra News

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს

2023-02-24 09:10:38+04:00

ჩინეთი რუსეთისთვის იარაღის გადაცემის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა.

“ჩინეთიდან რუსეთში ლეტალური დახმარების არანაირი მიწოდებები არ გვინახავს, მაგრამ ვნახეთ იმის ნიშნებს, რომ ამას განიხილავენ და, შესაძლოა, ამას გეგმავენ”, - თქვა სტოლტენბერგმა.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრია, ხოლო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი გაერო-ს ქარტიას არღვევს.

„ამ ქარტიის ძირითადი პრინციპია - პატივს სცემდე სხვა ერების ტერიტორიულ მთლიანობას და ასობით ათასობით სამხედროთი სხვა ქვეყანაში არ შეიჭრა. რა თქმა უნდა, ჩინეთი ამის ნაწილი არ უნდა იყოს”, - თქვა სტოლტენბერგმა.