„ლელოს" ლიდერები კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ლელო“ ავრცელებს.
როგორც „ლელოში“ აცხადებენ, საუბარი შეეხებოდა პოლიტიკურ თემებს, რომელიც დღის წესრიგშია.
მათივე ცნობით, „ლელოს" ლიდერები ვიტალი კლიჩკოს სხვადასხვა მიმართულებით ჰუმანიტარული მისიების მობილიზებაში დახმარებას დაჰპირდნენ.
"ლელო საქართველოსთვის" ლიდერებმა კიევის მერიას საჩუქრად სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა გადასცეს.