ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. უკრაინის ხელისუფლების წარმოადგენლებთან ვიზატამდე ის ბუჩასა და ირპენში ჩავიდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და ომის დროს რუსული საოკუპაციო ძალების მიერ მოკლული უკრაინელების ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შემდეგ სანჩესი კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შესახვედრად წავიდა.