„დროას“, „სტრატეგია აღმაშენებლისა და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მიერ რუსთაველის გამზირზე ორგანიზებულ უკრაინის სოლიდარობის აქციას სამოქალაქო აქტივისტები, მესამე სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიის ნაწილი უერთდებიან. ორგანიზატორთა განმარტებით, შეკრების მთავარი მიზანია ომის დაწყების წლისთავზე უკრაინისადმი მხარდაჭერა, დაღუპული ქართველი გმირებისადმი პატივისცემის გამოხატვა და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა.