რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბელგოროდის ოლქში მათი კუთვნილი სუ-25 ჩამოვარდა, რის შედეგადაც პილოტი დაიღუპა. უწყება ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკურ გაუმართაობას ასახელებს. განცხადების მიხედვით, სამხედრო თვითმფრინავი საბრძოლო დავალების შესრულების შემდეგ ჩამოვარდა, კონკრეტულად რა იყო საბრძოლო მისია, დაზუსტებული არ არის.