"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კიევში ჩავიდა - Palitra News

"დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია კიევში ჩავიდა

2023-02-23 17:00:31+04:00

ნაციონალური მოძრაობისა და ლელოს შემდეგ, კიევში "დროას" ლიდერიც ჩავიდა. ელენე ხოშტარია მიიჩნევს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის წლისთავზე კიევში ჩასვლაზე ხელისუფლების უარი, სირცხვილია. ხოშტარია ამბობს, რომ 24 თებერვალს რადაში დაგეგმილ ღონისძიებას ოპოზიცია დაესწრება და უკრაინას მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გამოუცხადებს.