"ნეტფლიქსის" პოპულარული სერიალის, Bridgerton-ის, ფანებს 2023 წლის მაისში სასიხარულო სიურპრიზი ელით — დედოფალი შარლოტას ახალგაზრდობაზე გადაღებული სერიალის Queen Charlotte: Bridgerton Story პრემიერა 4 მაისს შედგება.
სერიალში მონაწილე მსახიობების სია უკვე ცნობილია, განსაკუთრებული ინტერესი კი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდა დედოფალი შარლოტას როლის შემსრულებელმა მსახიობმა გამოიწვია. მათ, ვინც გოლდა როშეველმა უკვე შეაყვარა თავი დედოფლის როლში, შეუძლიათ, არ იდარდონ — გოლდა ისევ დაბრუნდება სერიალში, თუმცა მისი პერსონაჟის ახალგაზრდობას სხვა მსახიობი განასახიერებს.
სერიალის პრემიერამდე კი, შეგიძლიათ, ნახოთ დედოფალი შარლოტა: ბრიჯერტონის ამბავის მთავარ როლებში მონაწილე მსახიობების სია:
ინდია ახალგაზრდა დედოფალ შარლოტას განასახიერებს და გვიჩვენებს, როგორი იყო ის, სანამ მეფე ჯორჯს შეხვდებოდა, ასევე, რა წინააღმდეგობებისა და გამოწვევების გადალახვა დასჭირდა იმისთვის, რომ დედოფალი გამხდარიყო.
ახალგაზრდა მეფე ჯორჯის როლს კორი მილკრისტი შეასრულებს, რომელმაც სერიალის პირველივე ტრეილერიდან უკვე შეძლო მაყურებლის გულების მონადირება.
არსენა ტომასი ახალგაზრდა აგათა დენბერის როლს შეასრულებს. მათ კი, ვინც უკვე აჯოა ანდო შეიყვარეს ლედი დენბერის როლში, შეუძლიათ, არ იდარდონ, სერიალში ისიც დაბრუნდება.
მიშელ ფეირლი, რომელმაც მაყურებელს კეიტლინ სტარკის როლით შეაყვარა თავი, ნეტფლიქსის ახალ სერიალში მეფე ჯორჯის დედის როლს შეასრულებს. როგორც სერიალის ტრეილერიდან ჩანს, დედა-დედოფალი აქტიურად ერევა როგორც სამეფო პოლიტიკაში, ისე — შვილის პირად ცხოვრებაში.
ტანჯი კასიმი დედოფალი შარლოტას ძმის, ადოლფუსის, როლს შეასრულებს, რომელიც ყველანაირად ცდილობს დას სამეფო კარზე პოზიციის გამტკიცებაში დაეხმაროს.