როგორი უნდა იყოს მესამე სექტორის რეაქცია ხალხის ძალის მიერ დაინიცირებულ კანონპროექტზე? - ამ საკითხის გარშემო პარტია "ლელოსა" და არასამთავრობო სექტორს შორის შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო ორგანიზაციები ფიქრობენ რომ დაანონსებული კანონოროექტი საკუთარი ხასიათით რუსულს გავს, მისი მიზანი კი ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ორგანიზაციების წნეხში მოქცევა იქნება. შეხვედრის მონაწილეების აზრით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი საზოგადოების სწორ ინფორმირებულობაშია.