საქართველოს პარლამენტი მოძრაობა "ხალხის ძალის" მიერ შემუშავებული პროექტის განსახილველად ემზადება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის მესამე სექტორის კრიტიკა გაუგებარია. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები გარკვეული თემებისთვის ტაბუს დადებას ცდილობენ. ოპოზიცია ისევ კანონსპროექტის დამაზიანებელ შინაარსზე საუბრობს და მისი მიღების შემთხვევაში კატასტროფულ შედეგებს პროგნოზირებს.