2022 წელს საქართველოს ბანკებმა რუსეთის მოქალაქეებს დაახლოებით 160%-ით მეტი სასესხო ხელშეკრულება გაუფორმეს. 2022 წელს საქართველოს კომერციული ბანკების მიერ რუსეთის მოქალაქეებზე გაცემული სესხების მოცულობა 39,5%-ით, სასესხო ხელშეკრულებების რაოდენობა კი 157,9%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა.
კერძოდ, სებ-ის მონაცემებით, 2022 წელს, საქართველოში მოქმედი კომერციულ ბანკების მიერ რუსეთის მოქალაქეებზე გაიცა 97 მლნ ლარის სესხი და გაფორმდა 46 ათასი ხელშკრულება. მაშინ როცა 2021 წელს, საქართველოში მოქმედი კომერციულ ბანკების მიერ რუსეთის მოქალაქეებზე დაახლოებით 70 მლნ ლარის სესხი იყო გაცემული, გაფორმებული სასესხო ხელშეკრულება კი 17 ათას 800 შეადგენდა.