სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებული შემოსავალი 125%-ით გაიზარდა. 2023 წლის იანვარში საქართველოს მიერ სატრანსპორტო დერეფანში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან მიღებულმა შემოსავალმა 12 მილიონ ლარს გადააჭარბა, მაშინ როცა გასული წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 5 მილიონ ლარს მცირედით სცდებოდა. გამოდის, რომ წლიურად გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი გაორმაგდა, უფრო კონკრეტულად, 125%-იანი ზრდა დაფიქსირდა. წლიურად კი 28%-ით მეტმა სატრანზიტო ტრაილერებმა გაიარა საქართველოს დერეფანში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.