სოციალურ ქსელში მსგავსი შინაარსის პოსტებს ხშირად შეხვდებით. ადამიანები წერენ, რომ სანთელი სანამ ჩაიწვება, მესანთლე მანამდე აქრობს დანთებულ სანთელს, რაც ბევრ ადამიანს აწუხებს. "პალიტრავიდეო" ამ თემით დაინტერესდა. როგორც მამა შალვა კეკელია ამბობს, ტაძარში შესვლისას, სანთლის შეძენა არის საეკლესიო შესაწირავი - როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავის შრომის ნაწილს ღმერთს. მისივე განმარტებით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, სანთელი ბოლომდე დაიწვება თუ არა.