მესამე პრეზიდენტის დედა უკრაინელ ჟურნალისტთან, დიმიტრი გორდონთან ინტერვიუში ამბობს, რომ მის შვილს საქართველოში კლავენ. გიული ლასანიამ გადაცემაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა, ასევე იმ პოლიტიკურ მოვლენებზე, რაც ქვეყანაში ხდება. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი წუხს, რომ ახლა უკრაინაში არაა.