"საერთაშორისო გამჭვირვალობის" სათავო ოფისი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, არ მიიღოს "რუსული კანონი". მათ შეფასებით, ის უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ისედაც შემცირებულ სივრცეზე. ამბობენ, რომ მმართველ პარტიასთან დაახლოებული დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი რუსეთში 2012 წელს მიღებულ მჩაგვრელ კანონმდებლობას ასახავს, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება მკაცრად გმობს.