რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ''შავი ლომი'' შეიკრებება და სამხრეთამერიკული ტურნესთვის მოემზადება.
სამხრეთამერიკული ტურნე 2023 წლის მსოფლიო თასისთვის მზადების ნაწილია. ''შავი ლომი'' აპრილსა და მაისის დასაწყისში ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან კონკურს გარეშე ხუთ შეხვედრას გამართავს, ქართული ფრენჩაიზი ტურნირში არ ჩაერთვება და თასის მოსაპოვებლად არ იბრძოლებს.
სამხრეთამერიკის სუპერ ლიგა 2019 წელს დაარსდა, თუმცა პირველი ტურნირი მხოლოდ 2021 წელს ჩაატარეს და მასში არგენტინის, ურუგვაის, ბრაზილიის, ჩილეს, კოლუმბიისა და პარაგვაის პროფესიული ფრენჩაიზები იღებდნენ მონაწილეობას. პირველი გათამაშების გამარჯვებული არგენტინული ‘ხაგუარეს XV’ გახდა, ხოლო 2022 წლის ტურნირი ურუგვაის პენიაროლმა მოიგო.
თვენახევრის განმავლობაში შავი ლომი ურუგვაიში, მონტევიდეოში შეიკრიბება და ხუთიდან ოთხ თამაშს ''შარუაზე'' გამართავს, რომელიც 1984 წელს აშენდა, რეკონსტრუქცია 2018 წელს ჩაუტარდა და 11 226 მაყურებელს იტევს. იქნება ერთობლივი ვარჯიშები ადგილობრივ ფრენჩაიზთან, რომლის შემადგენლობის 90% ურუგვაის ნაკრებს წარმოადგენს.