ლუკაკუმ, რომელსაც ოქტომბრის შემდეგ არ ჰქონდა გოლი გატანილი, ზედიზედ მეორე მატჩში დალაშქრა მეტოქეთა კარი და სახლში „ინტერს“ „პორტუსთან“ გამარჯვება მოუტანა.
ლუკაკუმ ჩემპიონთა ლიგაში მე-17 გოლი გაიტანა და ბელგიელ ფეხბურთელებს შორის რეკორდსმენი გახდა. მან დრის მერტენსს გაუსწრო.
აღსანიშნავია, რომ ოტავიოს გაძევების გამო პორტუგალიური გუნდი 78-ე წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა.
შეგახსენებთ, ამ გუნდების საპასუხო შეხვედრები 15 მარტს ჩატარდება.
ცნობისთვის, „ინტერს“ ბოლო 14 მატჩში მხოლოდ ერთი წაგება აქვს და ასევე შეწყდა „პორტუს“ 10-მატჩიანი მოგებების სერია.
* „პორტუმ“ 2022 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო.