„ქალაქელები“ მთელი შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გერმანელები გვარდიოლას გუნდს იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
შეხვედრის მიმდინარეობა ლოგიკურ შედეგამდე მივიდა - 27-ე წუთზე მიმდინარე სეზონში გამორჩეულად კარგ ფორმაში მყოფმა რიად მაჰრეზმა თავისი გუნდი დააწინაურა. რიად მაჰრეზი გახდა მეხუთე აფრიკელი ფეხბურთელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 20 გოლი გაიტანა. მას უსწრებენ მოჰამედ სალაჰი, დიდიე დროგბა, სამუელ ეტო’ო, სადიო მანე.
ამასთან, „სიტის” პირველ ტაიმში ბურთის ფლობა 74 პროცენტი ჰქონდა, პასების სიზუსტე – 94,6 პროცენტი, მაგრამ კარში მხოლოდ ერთხელ დაარტყა.
მეორე ტაიმში გერმანულმა გუნდმა აშკარად გამოასწორა თამაში. უკეთესად ჩაატარებულმა მეორე ნახევარმა შედეგიც გამოიღო - 70-ე წუთზე „ლაიფციგის“ ახალგაზრდა ხორვატმა ვარსკვლავმა ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
ცნობისთვის, 2018 წლის ოქტომბრის შემდეგ “მანჩესტერ სიტი” პირველი გუნდია ჩემპიონთა ლიგაში, რომელსაც არც ერთი ფეხბურთელი არ შეუცვლია.