მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო - Palitra News

მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

2023-02-23 09:59:50+04:00

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო. საუბარია მკვლელობაზე, რომელიც გასული წლის 14 ივლისს მარნეულში მოხდა. ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, სანადირო თოფიდან გასროლით, ერთი პირი მოკლა.