საქალაქო სასამართლოში დღეს ვაკის პარკის ტრაგედიასთან დაკავშირებული წინასასამართლო სხდომა ჩატარდება. დაცვის მხარე კიდევ ერთხელ აპირებს ყურადღება გაამახვილოს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების უსაფუძვლობაზე. პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ 9 დაკავებულიდან 4-ს ბრალი დაუმძიმა. გამოძიება მათ უხარისხო სამუშაოების შესრულებას ედავება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.