Miss Youსიმღერა პირველად გამოიცა როგორც სინგლი,1978 წლის 10 მაისს ამერიკაში ხოლო 26 მაისს ბრიტანეთში, ერთი თვის შემდეგ შევიდა ალბომში some girls და დაიკავა პირველი ადგილი ბილბორდ hot hundred-ში რაც შეეხება ბრიტანეთის ჰიტ ჩარტებს,მესამე ადგილი
Miss You-ს არ აქვს მხოლოდ ერთი ჩანაწერი, ის ასევე დისკო ვერსიითაც ჩაიწერა რომელიც 8 წუთიანია და Special Disco version-ის სახელით მოიხსენიებენ, ის გამოიცა როგორც როლინგ სტოუნზის პირველი საცეკვაო რემიქსი 12 ინჩიან სინგლზე,
სიმღერის შექმნის ისტორია იწყება 1977 წლიდან როდესაც მიკ ჯაგერი უკრავდა პიანისტ ბილი პრესტონთან ერთად, ბენდი ემზადებოდა ელ მოკამბოს ლაივისთვის.
ჯაგერი და რონი ვუდი უარყოფდნენ სიმღერის დისკოობას მაშინ როდესაც რიჩარდსმა განაცხადა: ეს არის ძალიან მაგარი დისკო სიმღერა რომელმაც შეცვალა ჩემი დამოკიდებულება დისკო სიმღერების მიმართო.
რაც შეეხება ჩარლი ვოტს როლინგ სტოუნზის დრამერს, მან განაცხადა: ბევრი სიმღერა როგორც miss you არის ხალხის მასებზე მორგებული როდესაც შენ მას პირველად უსმენ გგონია რომ ეს უკვე გქონდა მოსმენილი
ბილ იანოვიჩი ამბობდა : მიკ ჯაგერი ყოველთვის მიზანმიმართული იყო იმაზე რომ სიმღერა ტრენდი გამხდარიყო მაგრამ ის ასევე კარგად ჩამოყალიბებული გახლდათ ვინაიდან და რადგანაც მიკმა კარგად იცოდა თუ როგორი სიმღერა მოუხდებოდა როლინგ სტოუნზის რეპერტუარს ასე რომ თუ იყო როკ ბენდი გარდა დეივის ბოუისა ვისაც შეეძლო გამოეწვია მსმენელი იმის აღსაქმელად თუ რა იყო როკ ენ როლი ისინი გახდებოდნენ უდიდესი როკენროლ ბენდი, საბოლოოდ miss you-მ როგორც მშვილდმა ისე გაისროლა და გახდა მაცნე ახალი წამოწყებების,
ინსპირაცია იყო მიკ ჯაგერის ცუდი ურთიერთობა მის ცოლ ბიანკასთან.
ჯაგერმა თქვა: miss you ემოციური სიმღერაა, ის რეალურად გოგოზე არ არის დაწერილი, სიმღერა გაუსაძლის მონატრებაზეა.
იმ დღეებში როცა miss you-ს ჩაწერით იყვნენ დაკავებულები ასევე მოვიდა მუზა მათი სხვა ჰიტის start me up.
ეს სიმღერა ინსტრუმენტალურობის მხრივ სტოუნზის ყველაზე იშვიათი გამონაკლისია რადგან ჰიტს გასდევს ბასგიტარის პარტია როდესაც სხვა სიმღერებში ყოველთვის კიტ რიჩარდსის რითმ გიტარა დომინირებს
ჯონ ლენონმა miss you-ზე განაცხადა რომ ის ნამდვილად კარგი სიმღერა იყო თავისი ჟღერადობითა და აკომპანიმენტით მაგრამ ცოტა სწრაფი რომ ყოფილიყო უკეთესი იქნებოდაო.
სიმღერის ჩაწერისას გარდა ბენდის მუსიკოსებისა მონაწილეობდნენ სხვა შემსრულებლებიც, მაგალითად ჰარპერი შუგარ ბლუ რომელიც იმ დროისთვის თავს ირჩენდა ქუჩის მუსიკოსობით პარიზის ქუჩებში, შუგარ ბლუ როლინგ სტოუნზის პროდიუსერმა შეამჩნია და წაიყვანა miss you-ს ჰარმონიკის პარტიის ჩასაწერად.
სიმღერა აგრეთვე სხვადა სხვა დროს ჩაწერილი და შესრულებული აქვთ ისეთ მუსიკოსებს როგორებიც არიან etta james, BB Band , ჯეიმს ლი სტენლი და ჯეინ ჯენსენი
ასევე კომპოზიცია ბევრი მუსიკოსისთვის გამხდარა ისპირაციის წყარო მაგალითად როდ სტიუარტისთვის,
როდესაც მუსიკოსებმა ნახეს როგორ გააკეთა როკ ბენდმა დისკო სიმღერა უფრო დაცულად იგრძნეს თავი და გააკეთეს ისეთივე სიმღერები,
აგრეთვე ვან ჰეილენმა გამოიყენა Miss you-ს ბას პარტია სიმღერისთვის push come to shove.