ანჯეი დუდა - პოლონეთის "ლეოპარდ 2"-ის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად მზად არიან - Palitra News

ანჯეი დუდა - პოლონეთის "ლეოპარდ 2"-ის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად მზად არიან

2023-02-23 09:10:15+04:00

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, მისმა ქვეყანამ დაპირებული „ლეოპარდ 2“ ტიპის ტანკები უკრაინაში გასაგზავნად უკვე მოამზადა. დუდას თქმით, უკრაინელი სამხედროები ამ ტექნიკაზე წვრთნებს პოლონეთში გადიან.

პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედროები, რომლებიც ამჟამად პოლონეთში წვრთნებს გადიან, ერთი თვის განმავლობაში მზად იქნებიან, უკრაინაში ტანკებთან ერთად დაბრუნდნენ.