დაიწყებს თუ არა ქართული ოცნება გამოძიებას, გიორგი გახარიას წინააღმდეგ? კითხვა მას შემდეგ გაჩნდა რაც, ყოფილი პრემიერი ყოფილ თანაგუნდელებისა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ალაპარაკდა.
პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ივანიშვილი რუსეთს გაურიგდა და მზად არის, ქვეყნის ევროპულ კურსსა და ევროკავშირის წევრობაზეც კი უარი თქვას. ამ განცხადებების შემდეგ, პოლიტუკურ კულუარებში ექს-პრემიერის წინააღმდეგ, შესაძლო გამოძიებაზე ალაპარაკდნენ.გიორგი გახარიას თანაპარტიელები ამბობენ, რომ ხელისუფლებისგან არაფერს გამორიცხავენ და ნებისმიერი სცენარისთვის მზად არიან.