კანონპროექტი რომელიც მედიისა და არასამთავრობო სექტორის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად - ასე აფასებენ "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრები. კონსერვატიული პარტიის თავმდჯომარეს, ზვიად ძიძიგურს მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი შინაარსობრივად არაფერს ცვლის და რეალური მიზანი - მედიებისა და არასამთავრობო სექტორის გაღიზიანებაა, ასევე ხელისუფლების მიმართ, კრიტიკულად განწყობილი ტელევიზიებისა და ცალკეული ჟურნალისტებისთვის სამაგიეროს გადახდა.
ამ პოზიციას იზიარებს "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი ვახტანგ ხმალაძეც. მას რჩება განცდა რომ უცხოური გავლენის აგენტებად, სწორედ ხელისუფლებისათვის არასასურველ მედიასაშუალებებს მოიხსენიებენ, რაც საზოგადოებაშიც იმავე განწყობის გაჩენას ემსახურება.