ოლექსი რეზნიკოვი - რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებისა და ნადავლის სახით შეუძლიათ - Palitra News

ოლექსი რეზნიკოვი - რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებისა და ნადავლის სახით შეუძლიათ

2023-02-22 22:10:20+04:00

24 თებერვალს უკრაინა გერმანიასა და ბალტიის ქვეყნებში რუსულ ნადავლ ტანკებს გამოფენს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“დღეს ღამით 4 რუსული ტანკი ევროკავშირსა და ნატოში “შეიჭრა”. თუმცა უკრაინული არმიის წყალობით არის ნიუანსი. 24 თებერვალს 4 ქვეყნის მოქალაქეები - გერმანიის, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის - ერთდროულად ნახავენ, რომ რუსულ ტანკებს უკრაინის გავლით ევროპაში მოხვედრა მხოლოდ როგორც სამუზეუმო ექსპონატებს და ნადავლს შეუძლიათ”, - წერს რეზნიკოვი.

მინისტრმა განცხადებას ერთად სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგომი ჯავშანტექნიკის ფოტოები დაურთო.