საფრანგეთიში 16 წლის მოსწავლემ მასწავლებელი ცივი იარაღით მოკლა. შემთხვევა ქალაქ სენ-ჟან-დე-ლიუზში მოხდა. მედიის ცნობით, მსხვერპლი 50 წელს გადაცილებული ესპანური ენის მასწავლებელი ქალია. ადგილობრივი მედიის ცნობითვე, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. სკოლის მოსწავლე დაკავებულია. პირველადი ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.