თბილისში თანამედროვე ხელოვნების ახალი მუზეუმის დაპროექტების საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში ფრანგულმა კომპანია ვილმოტ ე ასოსი არკიტექტ-მა გაიმარჯვა. კონკურსი სამი ეტაპისგან შედგებოდა და გამარჯვებული კომპანია საერთაშორისო ჟიურიმ გამოავლინა, რომელიც თნამედროვე ხელოვნების ცენტრის სამშენებლო პროექტს უკვე 2023 წლის ბოლოს შეიმუშავებს. როგორც ცნობილია მუზეუმი ყოფილი ე.წ.ი ,,მიხაილოვის საავადმყოფოს" ტერიტორიაზე განთავსდება. საერთაშორისო კონკურსი 2022 წლის გაზაფხულზე გამოცხადდა და ჯამში მონაწილეობა 14-მა არქიტექტურულმა კომპანიამ მიიღო.