ილია დარჩიაშვილი უკრაინის ომის წლისთავთან დაკავშირებით, გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალურ სესიაში მიიღებს მონაწილეობას. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნიუ-იორკში იმყოფება. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, ილია დარჩიაშვილი სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. სესიის ფარგლებში დაგეგმილია გაეროს ფარგლებში ინიცირებული რეზოლუციის პროექტის - „გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც საფუძვლად უდევს ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში" განხილვა.