მიხეილ სააკაშვილის მკურნალი ექიმების განცხადებებს პალატიდან ეხმაურება ექსპრეზიდენტი. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ახლა მისი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელი ეტაპი მიმდინარეობს, რომელში მონაწილეობასაც პარლამენტარები, ჟურნალისტები და ახლა უკვე კლინიკის ექიმები იღებენ. დღეს ვივა მედის სამედიცინო დირექტორმა და მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმებმა ვრცლად ისაუბრეს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.