მინდა მივმართო ოლიგარქის გოშიას, 1 მილიონი კი არა, 1 თეთრი არ წამიღია საქართველოდან და სადმე ამდენი ფული რომ მქონდეს, ბოლო მიწის ნაკვეთს არ გავყიდდით ადვოკატების ხარჯების დასაფარად, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
მისი თქმით, სიმართლე არის ერთი, „ყველაფერი ეს ჯდება მარია ზახაროვას განცხადების კონტექსტში“.
„ჩვენ ვიმყოფებით ჩემი მკვლელობის სპეცოპერაციის დამასრულებელ ეტაპზე და ამაში მონაწილეობენ ყველა, „პარლამენტარები", "ჟურნალისტები" ახლა უკვე კლინიკა. მოვუწოდებ საქართველოს და მსოფლიოს, არ მისცენ ამ დანაშაულებრივ კორპორაციას თავისი ბოროტი ზრახვების აღსრულების უფლება“, - წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს მარტო საქართველოში 170 მილიონის ქონება აქვს ხალხის ხარჯზე მოხვეჭილი, ასევე აშშ-ში აქვთ არაერთი ბინა და უძრავი ქონება ნაყიდი.
მისი თქმით, „მიხეილ სააკაშვილის ოჯახი არის ჩვეულებრივი კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ოჯახი და არც ისაა გასაკვირი, რომ საკუთარ შვილთან და ძმასთან არ მიაქვთ სათანადო კალორაჟის საკვები“.