შალვა ხაჭაპურიძე კლინიკა „ვივამედს“ სააკაშვილის სულიერ და მორალურ განადგურებაში ადანაშაულებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი "ვივა მედში" გამართულ ბრიფინგს ეხმაურება და ამბობს, რომ კლინიკა თავდაცვის რეჟიმში გადავიდა. ხაჭაპურიძე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და წამყვანი ქვეყნის ლიდერებს სთხოვს, მოუწოდონ "ჯალათებს" შეაჩერონ ეს მარაზმი.