რუსეთის თავდასხმები უკრაინის ტერიტორიაზე გრძელდება. ბოლო 24 საათში, უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, მტერმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებიდან 59 შეტევა განახორციელა. ბახმუტის მიმართულებით 21 დასახლებული პუნქტი დაიბომბა.
რუსი ოკუპანტების დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად განადგურდა და დაზიანდა სამოქალაქო საცხოვრებელი კორპუსები, დაიღუპნენ და დაიჭრნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.