პროკურორმა სასამართლოს ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შუამდგომლობით მიმართა - Palitra News

პროკურორმა სასამართლოს ბადრი ესებუასთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შუამდგომლობით მიმართა

2023-02-22 15:23:57+04:00

ბადრი ესებუას საქმის პროკურორმა სასამართლოს ბრალდებულისთვის ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარებისა და მისი 20 დღით შესაბამის დაწესებულებაში განთავსების შუამდგომლობით მიმართა. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში „საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებულ ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სხდომას ბრალდებულიც ესწრება. ბადრი ესებუას ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ბრალდების მხარე, სპეციალურად ცდილობს რომ ბადრი ესებუას ბრალდებები ტერორიზმის მუხლში გაიყვანოს.