მინსკში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, ასლან ბჟანიამ და ბელარუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ოფიციალური შეხვედრა გამართეს. ეკონომიკური და სამრეწველო თანამშრომლობა და ხელმოწერილი განკარგულება, რომლის მიხედვითაც ბელორუსიის მოქალაქეებს უვიზოდ აფხაზეთში ყოფნა გაუგრძელდებათ - ეს იმ საკითხების მცირე ჩამონათვალია, რომელიც ბჟანიამ და ლუკაშენკომ განიხილეს.
რა გამოხმაურებები მოჰყვა "ოფიციალურ შეხვედრას" ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და როგორ ეხმაურება ბჟანია- ლუკაშენკოს კავშირს, საქართველოს პრეზიდენტი?